воскресенье, 28 мая 2017 г.

პროექტის აქტუალობა;მოსწავლეებს არასაკმარისი ინფორმაცია გააჩნიათ ქართული სალიტერატურო ენის განვითარების სამი საფეხურის შესახებ ,მათთვის უცნობია იმ ბრძოლის შესახებ ,რომელიც გაიმართა ორ თაობას-,,მამებსა " და ,,შვილებს'' შორის ,
არც ამ თაობების შესახებ იციან, ნაკლებად ერკვევიან ილიას მიერ ენაში გატარებულ რეფორმებში.



პროექტის მიზანი:კარგად გაერკვნენ ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ისტორიაში, გაიგონ ახალი სალიტერატურო ენის დამკვიდრების საქმეში დიდი ილიას როლის შესახებ,ა გაეცნონ ჟურნალ ,ცისკარში"დაბეჭდილ პოლემიკურ ლიტერატურას..
მოსწავლეთა ასაკი-მე-11 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა-16
პროექტის ხანგრძლივობა 3 კვირა
მოსალოდნელი შედეგი -კედლის გაზეთი,მოძიებული სურათები,სლაიდ შოუ.
პროექტისათვის საჭირო რესურსები:კომპიუტერი,პროექტორი,საწერი ქაღალდები, ლიტერატურა, ფოტოაპარატი, ფლომასტერი.
პროექტის მსვლელობა:
დავყოფ 3 ჯგუფად.
პირველი ჯგუფი შეისწავლის თაობათა ბრძოლის მიზეზებსა და მიზნებს, მეორე,,მამების"(რევაზ ერისთავის, ბარბარე ჯორჯაძის, ექვთიმე წერეთლის,გრიგოლ ორბელიანის)საპოლემიკო მასალას.,მესამე-ილიას წერილს,,ორიოდე სიტყვა...",ლექსებს:,,გამოცანები" და ,,კიდევ გამოცანები",პასუხის პასუხი",აკაკი წერეთლის ,,ფარშავანგსა" და ,,ხარაბუზა ღენერალს".
მუშაობის დროს მოსწავლეებს მივცემ სათანადო რჩევებსა და რეკომენდაციებს. მოსწავლეები კვლევისას გადაიღებენ სურათებს.ბოლოს გავმართავთ პრეზენტაციას.
ესგ-სთან კავშირი:
ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლ)  კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წინასწარ განსაზღვრავს საჯარო გამოსვლის მიზანს (აუდიტორიის ინფორმირება / დაინტერესება / გადარწმუნება / პროვოცირება...), არჩევს ტექსტის ტიპს, ენას და აგებს ზეპირი გამოსვლის ტექსტს კონკრეტული ამოცანის მიხედვით;
·         ითვალისწინებს აუდიტორიას (ვინ არის მსმენელი, რა სოციალურ-კულტურული ინტერესები და ცოდნის დონე აქვს აუდიტორიას, რამდენად იცნობს იგი განსახილველ საკითხს და ა.შ.);
·         წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნები) გადმოსცემს სათქმელს;
·         მკაფიოდ,  ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას;
·         საუბრობს  კონკრეტული თემის სპეციფიკის შესაბამისი ცნებებით, ტერმინებით, ფრაზებით, რომლებიც თავადაც კარგად აქვს გააზრებული და სხვებსაც აგებინებს (აზუსტებს, განმარტავს, პარალელს ავლებს და ა. შ.);
·         საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან, სამეცნიერო ლიტერატურიდან, ლიტერატურული კრიტიკიდან და სხვადასხვა საინფორმაციო რესურსს (ფაქტებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან, სტატისტიკურ მონაცემებს, ბიბლიოთეკას, ინტერნეტს, აუდიო და ვიზუალურ მასალას და ა. შ.), რითაც ხელს უწყობს მთავარი იდეის გამოკვეთას;
·         იყენებს სხვადასხვა სახის საორგანიზაციო მოდელებს (შედარება-შეპირისპირებას, ქრონოლოგიურ თანამიმდევრობას, სივრცულ განლაგებას, მიზეზ-შედეგობრიობას, განსაზღვრებას, მნიშვნელობის ხარისხს, პრობლემას და მის გადაწყვეტას);
·         ასრულებს საკომუნიკაციო დავალებას იმიტირებულ სიტუაციებში (როლური თამაშები, თეატრალურ-იმპროვიზაციული წარმოდგენები, ინტერვიუს აღება და სხვ.).


ქართ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ისმენს გამოსვლებს, მათში გამოთქმულ მოსაზრებებს, ახალ ინფორმაციას, დოკუმენტურ მასალას და გამოთქვამს საკუთარ შეხედულებას, თუ რამდენად დამაჯერებელია  მათში გამოთქმული ჰიპოთეზები და ვარაუდები;
·         გამოაქვს დასკვნა როგორც საკუთარი, ისე სხვების მსჯელობიდან და შენიშნავს მსგავსება-განსხვავებას;
·         მსჯელობს იმაზე, რამდენად ლაკონიურად, მკაფიოდ და ეფექტურად არის გამოკვეთილი შესავალ ნაწილში ტექსტის ძირითადი იდეა, განსახილველი საკითხები, პრობლემატიკა;
·         საუბრობს იმის შესახებ, რამდენად „ამართლებს“ ტექსტის ძირითადი ნაწილი იმ მოლოდინს, რომელიც მსმენელს უჩნდება შესავალი ნაწილის მიხედვით (მაგ., შესავალში დასმული რომელი საკითხი განიხილა მოსაუბრემ სრულად, რა იყო ბუნდოვანი და ფრაგმენტული, რა საკითხი დარჩა მოსაუბრის ყურადღების მიღმა და ა.შ.);
·         აანალიზებს ზეპირ ტექსტში წარმოდგენილ დასკვნებს ტექსტის ძირითად ნაწილთან შესაბამისობის თვალსაზრისით (მაგ., რამდენად ლოგიკური ჩანს დასკვნები მოხსენების ძირითად ნაწილში მოყვანილი ფაქტების, მაგალითების, ციტატების, მოსაზრებების ფონზე)
პროექტის ხელმძღვანელი: დალლი გიგუაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: dalligiguashvili@gmail.com